ბეჟუაშვილს თავის რუს კოლეგასთან კოდორის თაობაზე საუბარი სურს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ მას სურს ზემო კოდორის ხეობაში არსებული სიტუაცია თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას განიხილოს.


მან ასევე განაცხადა, რომ თბილისი ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის საერთაშორისო თანამეგობრობას და ”ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს” 12  მარტს ზემო კოდორის ხეობის სოფლების დაბომბვასთან დაკავშირებთ. ბეჟუაშვილმა სხვა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.


გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის პრეს-სამსახური ეროვნული უშიშროების საბჭოზე სააკაშვილის გამოსვლის ჩანაწერის გავრცელებას გეგმავს.


სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა 12 მარტს ყაზახეთიდან დაბრუნებისთანავე მოიწვია. სააკაშვილი ყაზახეთის გავლით იაპონიიდან დაბრუნდა, სადაც მისი სამუშაო ვიზიტი შედგა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version