რუსეთის ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი მოუწოდებს კოსოვოს პრობლემის გადაწყვეტისას იხელმძღვანელონ არა დღევანდელი პოლიტიკური კონიუქტურით, არამედ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპით, რათა არ მოხდეს უარყოფითი ჯაჭვური რეაქციის პროვოცირება, იტყობინება 9 თებერვალს ”ინტერფაქსი”.
”თუ ჩვენ თეორიულად წარმოვიდგენთ, რომ კოსოვო მიიღებს დამოუკიდებლობას, მაშინ სხვა არაღიარებული ტერიტორიების მოსახლეობა გვეტყვის: ”და ჩვენ რითი ვართ ნაკლები?”, – აღნიშნა ივანოვმა ესპანეთში თავის გერმანელ კოლეგასთან ფრანს იოზეფ იუნგთან საუბრისას.
მისი თქმით, ეს ეხება არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეს, არამედ ”ჯაჭვური რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს მთელ ევროპაში, გახსნას პანდორას ყუთი”.