ბაღაფში ცხინვალის რეგიონში მომხდარი ინციდენტების გამო შეშფოთებულია

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში შეშფოთებას გამოთქვამს სამხრეთ ოსეთში დაძაბულობის ზრდის გამო და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას შეაფასოს თბილისის ”აგრესიული ქმედებები”.


2 თებერვალს დე ფაქტო პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, ბაღაფში აღნიშნავს, რომ მთელი პასუხისმგებლობა სამხრეთ ოსეთში ვითარების გართულებაზე ქართულ მხარეს ეკისრება.


”სოხუმმა არაერთხელ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას ყურადღება მიაქციონ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში საქართველოს მიერ ტერორის ფაქტებსა და სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებს”, – განაცხადა ბაღაფშმა.


ბოლო დროს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის გახსნის რამდენიმე ინციდენტი დაფიქსიდა. 1 თებერვალს სოფელ ერგნეთში განთავსებულ ქართულ საგუშაგოს გაუხსნეს ცეცხლი. მანამდე კი 28 იანვარს ცხინვალის მახლობლად სროლების შედეგად სამი ოსი მილიციელი დაიჭრა. სროლები დაფიქსირდა ასევე 29 თებერვალს ერგნეთში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version