სააკაშვილი მმართველი პარტიის აქტივისტებს შეხვდა

პრეზიდენტი სააკაშვილი 27 იანვარს “ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შეხვდა და გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.


“ჩვენ შეგვაქვს კანონპროექტი [პარლამენტში], რომლითაც [ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე] ხარჯების მინიმუმ ნახევარი ავტომატურად მიდის სოციალურ პროგრამებზე და განვითარებაზე. ეს არის გზები, საავადმყოფოები, სკოლები, სოფლის მეურნეობის სფეროში დახმარება, რომელიც უნდა გავუწიოთ ხალხს.  მინიმუმ 50%, რასაც ბიუჯეტი მისცემს, ავტომატურად მოხმარდება განვითარების მიზნებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მან ამ ახალი ინიციატივის განხილვის ზედამხედველობა პარლამენტის ვიცე– სპიკერს მიხეილ მაჭავარიანს დაავალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version