“გაზპრომი” საქართველოს რუსული გაზის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას თხოვს

რუსულმა სახელმწიფო ენერგოკომპანია “გაზპრომმა“ სთხოვა ქართულ მხარეს მიაწოდოს ინფორმაცია გაზის იმ რაოდენობაზე, რომლის ყიდვასაც ის რუსეთისგან 2007 წელს გეგმავს, იტყობინება “რია ნოვოსტი“ 20 დეკემბერს.


“გაზპრომის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა განაცხადა, რომ ენერგოკომპანია 1000 კუბურ მეტრ გაზს საქართველოს 235 აშშ დოლარად მიყიდის, ნაცვლად ადრე დასახელებული ფასისა – 230 აშშ დოლარის.


მას შემდეგ, რაც მიღწეული იქნება საბოლოო შეთანხმება შაჰ-დენიზის გაზის გადანაწილების თაობაზე, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს განსაზღვროს, თუ რა რაოდენობის გაზს შეიძენს ქვეყანა რუსეთისგან.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 13 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველო “[რუსული გაზის იმპორტზე] დამოკიდებულებას 20%-მდე, ან შესაძლოა 0%-მდე შეამცირებს“.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version