პარტიზანული ჯგუფის ყოფილი მეთაური დააპატიმრეს

ქართველმა სამართალდამცავებმა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მოქმედი, ამჟამად დაშლილი პარტიზანული დაჯგუფების “ტყის ძმების“ ყოფილი მეთაური დავით შენგელია “დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების“ შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს, იტყობინებოდა ქართული მედია 17 დეკემბერს.


საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, შენგელია მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც  პოლიციამ თბილისში მის მანქანაში ჰეროინი და მეტადონი აღმოაჩინა. 


პარტიზანული დაჯგუფება “ტყის ძმები“ 2004 წლის დასაწყისში საქართველოს ხელისუფლების ზეწოლის შედეგად დაიშალა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version