ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების თბილისში განლაგებული შტაბის სამხედრო აღჭურვილობით დატვირთულმა 25-ი ვაგონიანმა ეშელონმა დღეს საქართველოს ტერიტორია დატოვა და აზერბაიჯანის გავლით რუსეთში გაემგზავრა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების შტაბი სრულად საქართველოს 25 დეკემბრამდე დატოვებს.