სანაკოევის მთავრობა შსკ–ში მონაწილეობას ითხოვს

სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) მუშაობაში ერთ–ერთ მხარედ მონაწილეობას მოითხოვს, თუმცა ამის შესახებ ოფიციალურად მხარეებისთვის ჯერ არ მიუმართავს.


შერეული საკონტროლო კომისია, რომელიც 1992 წლიდან სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე მუშაობს, ქართულ, რუსულ, ჩრდილოეთ ოსურ და სამხრეთ ოსურ მხარეებს აერთიანებს.


„მართალია მოლაპარაკებების ამ ფორმატის არაეფექტურობის გამო, ქართული მხარე მის შეცვლას მოითხოვს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეიძლება არსებობდეს პოტენციალი, რომლის გამოყენებაც ამ ფორმატში ჩვენი ჩართვის შემდეგ გახდება შესაძლებელი, გარკვეული დროით მაინც“, – განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ ალტერნატიული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მაია ჩიგოევა–ცაბოშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version