აფხაზეთის პარლამენტმა 2007 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა 2007 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც შემოსავლები და ხარჯები 1,2 მილიარდ რუსულ რუბლს შეადგენს (დაახლოებით 45 მილიონ აშშ დოლარს), იტყობინება „აფსნიპრესი“.


ეს მაჩვენებელი 345 მილიონი რუსული რუბლით (დაახლოებით 13 მილიონი აშშ დოლარით) აღემატება 2006 წლის საბიუჯეტო მაჩვენებელს.


იმავე ინფორმაციის თანახმად, 2007 წლის იანვრიდან აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გეგმავს საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასების ზრდას 30%-ით, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ხელფასები 50%-ით გაიზრდება. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version