პარლამენტმა შემოსავლების სამსახურის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 24 ნოემბერს გამართული დებატების შემდეგ ფინანსთა სამინისტროში შემოსავლების სამსახურის შექმნის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.


კანონპროექტი საგადასახადო დეპარტამენტის, საბაჟო სამსახურის და ფინანსური პოლიციის ერთიან სტრუქტურად – შემოსავლების სამსახურად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. ახალი სტრუქტურა ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში შევა.


ოპოზიციონერი დეპუტატები ფინანსური პოლიციის წინააღმდეგ გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ ამ სტრუქტურას, რომელიც 2004 წელს ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით შეიქმნა, ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს.


დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან განაცხადეს, რომ კანონპროექტს დახვეწა სჭირდება ახალ სტრუქტურაში შემავალი თითოეული ერთეულის ფუნქციებისა და კომპეტენციების მკაფიოდ გამიჯვნის თვალსაზრისით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version