დღეს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგორი კარასინსა და აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს დანიელ ფრიდს შორის შეხვედრა შედგა, სადაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხები განიხილეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ კონფლიქტებთან დაკავშირებით არსებული შეთანხმებების დაცვისა და რეგიონული პრობლემების ძალისმიერი გზით გადაწყვეტაზე თბილისის მიერ უარის თქმის საჭიროებას.