პარლამენტი საქართველოს დსთ–ში ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს

პარლამენტი 10 ნოემბერს დღის მეორე ნახევარში განიხილავს  დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) საქართველოს დარჩენის მიზანშეწონილობის საკითხზე დადგენილების პროექტს.


ამ დადგენილების პროეტის ინიციტორია ოპოზიციური ფრაქცია დემოკრატიული ფრონტი. 


ფრაქციის წარმომადგენლის კახა კუკავას განცხადებით, 9 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან მას შემდეგ, რაც ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, კონსულტაციები გაიმართა.

“შევთანხმდით, რომ დსთ–ს საკითხს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დასკვნის გარეშე განვიხილავთ”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” დღეს კახა კუკავამ.  


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს დადგენილების პროეტი გუშინ უნდა განეხილა, თუმცა სხდომა კვორუმის არ ქონის მიზეზით არ შედგა. ამის გამო დემოკრატიულმა ფრონტმა საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს საქართველოს დსთ–დან გამოსვლას, საკითხის პროცედურული საბაბით დაბლოკვაში დაადანაშაულა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version