უცხოელი დიპლომატები საკონსტიტუციო ცვლილებებით დაინტერესდნენ

საგარეო საქმეთა სამინისტროში 30 ოქტომბერს გაიმართა მინისტრის მოადგილის გიორგი მანჯგალაძის შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან.


საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრისას დიპლომატებს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტის შესახებ.


აღნიშნული პროექტი ახალ ვადებს ადგენს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთდროულად ჩატარებისთვის, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის. შემოთავაზებული ცვლილებები ასევე ითვალისწინებს პრეზიდენტის უფლებამოსილების უმნიშვნელო შეზღუდვას. 
 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version