აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 23 ოქტომბერს ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყო, რომელშიც 2 000 რეზერვისტი მონაწილეობს, იტყობინება “აფსნიპრესი“.
აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა ანატოლი ზაიცევმა “აფსნიპრესს“ განუცხადა, რომ წვრთნების პირველ დღეს იგეგმება რეზერვისტების მომზადება მობილიზაციაში. წვრთნების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.