ირანი რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებაში შუამავლობას სთავაზობს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოთაქიმ 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ ირანის მთავრობა მზად არის დაეხმაროს რუსეთსა და საქართველოს დაძაბულობის განმუხტვაში, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “ირნა“.


“თუ ორივე მხარე ჩათვლის საჭიროდ ირანის შუამავლობას, თეირანი ჩაერთვება და დაეხმარება მხარეებს პრობლემის მოგვარებაში რეგიონალური კავშირების გამყარების მიზნით“, – განაცხადა მოთაქიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან თეირანში გამართული შეხვედრის შემდეგ.


რუსეთმა ერთხელ უკვე უარყო დასავლური ქვეყნების შემოთავაზება საქართველოსთან შუამავლობის თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version