რუსეთის შსს: ნალჩიკზე თავდასხმა კავშირშია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან

რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არკადი ედელევის განცხადებით, ქალაქ ნალჩიკზე ერთი წლის წინ განხორციელებული თავდასხმის ერთ–ერთი ორგანიზატორი ანზორ ასტემიროვი კავშირშია “ცალკეული ქვეყნების სპეცსამსახურებთან“, იუწყება “რია ნოვოსტი“ 17 ოქტომბერს.


“შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ისეთები, როგორიცაა ასტემიროვი დაკავშირებულები არიან ცალკეული ქვეყნების სპეცსამსახურებთან, რომლებიც აპირებენ ბლიც–კრიგების განხორციელებას სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთსა და ამიერკავკასიაში და ასევე შეიარაღებული დაპირისპირების გამოწვევას ჩვენს ტერიტორიაზე ერაყიდან მებრძოლების ნაკადის რუსეთის ტერიტორიაზე შემოყვანის მიზნით“, – განაცხადა ედელევმა ნალჩიკში გამართულ პრესკონფერენციაზე.


ედელევი ღიად მიანიშნებს აშშ–ზე, ქვეყანაზე, რომელიც რუსეთის ოფიციალური პირებმა არაერთხელ დაადანაშაულეს საქართველოს ხელისუფლების წახალისებაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ძალისმიერად მოგვარების მიზნით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version