ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ დე გუხტი დღეს თბილისს ეწვია, რათა საქართველოს ხელმძღვანელობასთან განიხილოს ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ოფიცრების შესაძლო გათავისუფლების საკითხი.
2 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო რუსი ოფიცრების ეუთოსთვის გადაცემას აპირებს.
კარელ დე გუხტსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის მოლაპარაკებები უკვე დაიწყო თბილისში. შეხვედრის დასრულების შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია.