თბილისს ცხინვალის რეგიონში “უკანონო“ ფრენებში სდებენ ბრალს

ქართულმა საბრძოლო თვითმფრინავმა SU-25-მა 29 სექტემბერს 3000 მეტრის სიმაღლეზე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონას გადაუფრინა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურის თანაშემწის ვლადიმირ ივანოვის სიტყვებზე დაყრდნობით.   


მისი თქმით, კიდევ რვა საბრძოლო თვითმფრინავმა კონფლიქტის ზონას 27 სექტემბერს გადაუფრინა, რაც “არსებული შეთანხმებების დარღვევაა“.


3 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენს კონფლიქტის ზონის თავზე სამხრეთ ოსეთის მხარემ ცეცხლი გაუხსნა.


ამავდროულად, 28 სექტემბერს სოფელ ავნევთან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეცსამსახურის თანამშრომლებმა შერეული სამშვიდობო ძალების ჩრდილოეთ ოსეთის ბატალიონის სამშვიდობოები ცემეს. ამის შესახებ ცალკე ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.


ქართულმა მხარემ დაადასტურა, რომ რუსი სამშვიდობოების მანქანა მართლაც გააჩერეს დოკუმენტების შესამოწმებლად, თუმცა მგზავრების ცემის ფაქტი უარყო.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version