რუსული ჯარების შტაბთან მობილიზებულია პოლიცია

ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების შტაბის შენობასთან, თბილისში საქართველოს საპატრულო პოლიციის ძალები არიან მობილიზებულები.


შტაბის შენობის ირგვლივ, თითქმის მთელ პერიმეტრზე პოლიციელები არიან განლაგებულები, თუმცა მიზეზი უცნობია. კომენტარისაგან ყველა მათგანი თავს იკავებს.


გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხზე საგანგებო ბრიფინგს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 19 საათისთვის გამართავს.


საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი” იტყობინება თბილისში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლის ივან ვოლინკინის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ რუსეთის მხარეს არ აქვს ინფორმაცია, თუ რატომ არის შტაბი ალყაში მოქცეული.


“ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ პოლიციის კორდონის მოხსნას და ახსნა-განმარტების მიცემას”, – განაცხადა ვოლინკინმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version