სარიშვილი “ფართომასშტაბიან“ დაუმორჩილებლობაზე საუბრობს

პოლიტიკური პარტიის “იმედი“ ლიდერმა ირინა სარიშვილმა, რომელიც იგორ გიორგაძის მოკავშირეა, 19 სექტემბერს ‘ანტიფაშისტური მოძრაობის“ დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება.


“5 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ჩვენ დავიწყებთ დაუმორჩილებლობის ფართომასშტაბიან, მშვიდობიან კამპანიას ერთი მოთხოვნით: ახლანდელი ხელისუფლების გადადგომა“, – განაცხადა სარიშვილმა 19 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.


იგორ გიორგაძის მხარდამჭერი სატელიტური პარტიების 13 აქტივისტის წინააღმდეგ, რომლებიც თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში 6 სექტემბერს დააპატიმრეს, სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ერთმა აქტივისტმა დანაშაული აღიარა, დანარჩენებმა კი უარყვეს ბრალდებები და მათ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version