გავრცელებული ინფორმაციით, ანა ჟვანია, პრეზიდენტის თანაშემწე სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, დაზვერვის სამსახურის უფროსად ინიშნება.
იგი ამ თანამდებობაზე ბათუ ქუთელიას შეცვლის; ეს უკანასკნელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტს ჯერ ამ მოუწერია ხელი განკარგულებაზე ანა ჟვანიას დანიშვნასთან დაკავშირებით.
დაზვერვის სამსახური დამოუკიდებელი ორგანოა და პირდაპირ საქართველოს პრეზიდენტს ექვემდებარება.