რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 15 სექტემბერს მოსკოვში “სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს“ ედუარდ კოკოითს შეხვდა და “ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში არსებული შემაშფოთებელი ვითარება“ განიხილა, იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.
“[ლავროვმა და კოკოითმა] იმედი გამოთქვეს, რომ ქართული მხარე თანხმობას განაცხადებს სამხრეთ ოსეთის მხარესთან საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე … და კონფლიქტის მოგვარების თაობაზე ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავების დაწყებაზე, როგორც ეს შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში შეთანხმდა“, – იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სამინისტროს ცნობით, ლავროვმა და კოკოითმა ასევე ხაზი გაუსვეს რუსული სამშვიდობო ოპერაციის მნიშვნელობას და არსებულ ფორმატში მოლაპარაკებების გაგრძელების საჭიროებას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)