საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენლის იგორ გაონის განცხადებით, 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ევროპის საბჭოს დაახლოებით 20–კაციანი სადამკვირვებლო მისია გაუწევს მონიტორინგს.
თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იგორ გაონმა განაცხადა, რომ მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისია სავარაუდოდ, 8 ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული და არჩევნების მიმდინარეობას დიდ ქალაქებში დააკვირდება.
“მე მინდა საზოგადოებას მივმართო, რომ ადგილობრივ არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციები დააკვირდებიან“, – განაცხადა იგორ გაონმა.
დელეგაცია თბილისს 2 ოქტომბერს ეწვევა და არჩევნებამდე შეხვედრებს გამართავს ხელისუფლების, ოპოზიციის, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
არჩევნების დასრულების შემდეგ კი ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისია არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხს შეაფასებს.