ჩოჩიევი შსკ-ს სხდომის გადადებას ითხოვს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარე ბორის ჩოჩიევი შსკ–ს სხდომამდე თანათავმჯდომარეების მონაწილეობით საკონსულტაციო შეხვედრის ჩატარების წინადადებით გამოდის.


ამ მიზნით ბორის ჩოჩიევი ქართული, რუსული და ჩრდილოეთ ოსური მხარეებისგან 14-15 სექტემბერს ცხინვალში დაგეგმილი შსკ-ს სხდომის ერთი დღით გადადებას და მის 15-16 სექტემბერს ჩატარებას ითხოვს.


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწოფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შსკ-ს სხდომა ცხინვალში 14-15 სექტემბერს იყო დაგეგმილი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version