ქართული და რუსული მედიის ცნობით, 10 სექტემბერს შუაღამისას ქართულ და ოსურ მხარეებს შორის ხანმოკლე სროლები დაფიქსირდა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ქართული მედიის ცნობით, სროლა უფრო ნაკლები სიძლიერის იყო 9 სექტემბრის სროლებთან შედარებით.
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობის ცნობით, სროლა ცხინვალის სამხრეთით, ქართულ სოფელ ერგნეთთან მოხდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“.