ცხინვალის მახლობლად სროლები დაფიქსირდა

9 სექტემბერს ღამით ცხინვალს “მასირებული ცეცხლი“ გაუხსნეს, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციი კომიტეტი. ინფორმაცია მსხვერპლის თაობაზე არ ვრცელდება.


ამავე ინფორმაციით, ცეცხლი ქართულ სოფელ ერგნეთიდან გაიხსნა ღამის 00:10 საათზე და 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.


თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხეილ მინძაევმა განაცხადა, რომ ცეცხლი ცხინვალის ჩრდილოეთით, ქართულ სოფელ თამარაშენის მახლობლად მდებარე ოსურ საგუშაგოს გაუხსნეს.


საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი” იტყობინება ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაურის პაატა ბედიანაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ შეტაკება სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ პირებსა და ქართველ პოლიციელებს შორის სოფელ ერგნეთის მახლობლად მოხდა. მისი თქმით, ქართველ ოფიცრებს შორის მსხვერპლი არ არის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version