ეუთო ქართველ მესაზღვრეთა მომზადების პროგრამას იწყებს

ეუთომ 4 სექტემბერს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობათა გაძლიერების ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო, იტყობინება ეუთო.


12-თვიანი პროგრამის ფარგლებში სასაზღვრო პოლიციის 360 ოფიცერი გადაწყვეტილების მიღების მეთოდოლოგიასა და სასაზღვრო ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების უნარებში გაივლის მომზადებას.


“ეს ერთწლიანი პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დახმარებას მისი ძირითადი შესაძლებლობების და უნარების გაძლიერებაში და საკუთარი მოსამზადებელი სისტემის ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა ეუთოს მისიის ხელმძვანელმა როი რივმა.


ეუთომ 2005-2006 წლებში უკვე განახორციელა ერთწლიანი მოსამზადებელი პროგრამა ქართველი მესაზღვრეებისათვის. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version