ზემო აფხაზეთს საკუთარი საკრებულო ეყოლება

კოდორის ხეობა/ზემო აფხაზეთი 5 ოქტომბერს პირველად აირჩევს ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოს  – საკრებულოს. ამ მიზნით კოდორში დამატებითი, N86-ე საოლქო კომისია შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც ოთხი – ჩხალთის, აჟარის, გენწვისის და ომარიშარის საარჩევნო უბანი იფუნქციონირებს.


ცესკო-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ოთხივე უბნიდან თითო მაჟორიტარი აირჩევა, პარტიული სიით კი საკრებულო 10 წევრით შეივსება. სულ ზემო აფხაზეთის საკრებულოს14 წევრი ეყოლება. 


კოდორის ხეობაში 2 482 ადამიანი ცხოვრობს, აქედან, დაახლოებით 1 000 ამომრჩეველია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version