სუხიტაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს პრემიერ მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის 29 აგვისტოს ბრძანების თანახმად, სამხედრო პოლიციის უფროსი ალექსანდრე სუხიტაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, იუწყება 30 აგვისტოს თავდაცვის სამინისტრო.
 
ალექსანდრე სუხიტაშვილი სამხედრო პოლიციის უფროსად შარსან დაინიშნა. მანამდე იგი შიდა ქართლში პოლიციის უფროსი იყო, თუმცა შარშან მარტში იგი გაანთავისუფლეს მას შემდეგ რაც შიდა ქართლის პოლიციის რამოდენიმე თანამშრომელი კონტრაბანდის მფარველობის ბრალდებით დააკავეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version