ნოღაიდელმა და სენატორმა ლუგარმა ნატოში ინტეგრაციაზე და ენერგეტიკაზე იმსჯელეს

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს თბილისში ამერიკელ სენატორ რიჩარდ ლუგართან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ განიხილეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის და ენეროუსაფრთხოების საკითხები.
 
რიჩარდ ლუგარმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და ასევე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას.
 
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიჩარდ ლუგარი თბილისს ორდღიანი ვიზიტით 22 აგვისტოს ეწვია. სენატორ ლუგარი უკვე იმყოფებოდა ყაზახეთში, ხოლო საქართველოს შემდეგ იგი აზერბაიჯანსა და თურქეთს ესტუმრება. ამ ვიზიტების მთავარი მიზანი ენერგომატარებლების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version