სახელმწიფო მინისტრი გაეროს გენერალური მდივნის ახალ წარმომადგენელს შეხვდა

კონფლიქტების მოგავრების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე 21 აგვისტოს საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჟან არნოს შეხვდა.
 
სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო კოდორის ხეობაში გაეროს მისიის მიერ მოწოდებული მოთხოვნების საფუძველზე საერთაშორისო მონიტორინგის ჩატარება. 
 
სახელმწიფო მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების პროცესის შეჩერების გამო და შექმნილი დაძაბული ვითარების განმუხტვის მიზნით მზადყოფნა გამოთქვა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების თანხმობის შემთხვევაში სოხუმში გამგზავრებასა და ორმხრივი შეხვედრების მოწყობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version