სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა, რომელიც ამჟამად მოსკოვში იმყოფება, 31 ივლისს პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ცხინვალი “საქართველოს მხრიდან აგრესიის“ შემთხვევაში აფხაზეთს დახმარებას აღმოუჩენს, იტყობინება “ინტერფაქსი“.
“თუ აფხაზურ მხარეს აღარ ექნება სხვა გამოსავალი და იძულებული იქნება დაიცვას თავისი ტერიტორია, ჩვენ მოძმე რესპუბლიკას სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოვუჩენთ“, – განაცხადა ედუარდ კოკოითმა.