რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოუწოდებს საქართველოს კოდორის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო არ დაუშვას არსებული შეთანხმებების დარღვევა, იუწყება 26 ივლისს “რია ნოვოსტი“.
“ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციის განვითარებას [კოდორის ხეობაში] და გავაფრთხილეთ ჩვენი ქართველი კოლეგები, რომ დაუშვებელია შეთანხმებების დარღვევა“, – განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, ქართული კოლონა კოდორის ხეობაში კონფლიქტის ზონაში იმ რეჟიმის დარღვევით გადაადგილდა, რომელიც შეთანხმებულია ყველა მხარეს შორის და კონტროლდება დსთ–ს სამშვიდობო კონტიგენტის მიერ.