სააკაშვილი გმობს პესიმისტურ განწყობებს

22 ივლისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაგმო გარკვეული ძალების მიერ ქართულ საზოგადოებაში პესიმიზმის დანერგვის მცდელობები.


“საქართველოში ორი საწყისი იბრძვის – პანიკის, ცინიზმის, საკუთარ ძალებში სრული ურწმუნობის და მეორე – ის ხალხი, ვინც დღეს კუს-ტბაზე მღერის, ცალ ხელში ხმალი უჭირავს, მეორე ხელით ხნავს, ერთის მხრივ ემღერება და მეორეს მხრივ ყველაზე უარესისათვის ემზადება. ასეთი საქართველო ყოველთვის გამარჯვებული იქნება“, – განაცხადა სააკაშვილმა.


ცოტა ხნის წინ ოპოზიციური პარტიების კრიტიკის საპასუხოდ, ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ ოპონენტები “საზოგადოებაში უიმედობის დანერგვაში“ დაადანაშაულეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version