ანთაძე პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტის გადადების მიზეზებზე საუბრობს

დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ სააკშვილის მოსკოვში ვიზიტის გადადების შესახებ და განაცხადა, რომ დსთ-ს არაფორმალური სამიტის ფარგლებში პუტინი–სააკაშვილის შეხვედრის შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა იმ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, რაც ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.


ანთაძის განმარტებით, მოსკოვთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის დაგეგმვის თაობაზე.


“ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება იმისა, რომ ვიზიტი ამ [დსთ–ს] ფორმატში არ შედგეს, თუმცა ჩვენ რუსეთის მხარესთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და გვაქვს მიღწეული შეთანხმება, რომ დაიგეგმება სპეციალური შეხვედრა ალბათ უახლოეს მომავალში, სადაც პრეზიდენტები შეძლებენ რეალურად განიხილონ ჩვენი წინადადებები“, – განუცხადა 21 ივლისს მოსკოვში მყოფმა ანთაძემ ჟურნალისტებს.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version