კოკოითი: რუსი სამშვიდობოები კონფლიქტის ზონაში დარჩებიან

სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ რუსი სამშვიდობოები კონფლიქტის ზონაში კონფლიქტის საბოლოო მოგვარებამდე დარჩებიან, მიუხედავად საქართველოს პარლამენტის 18 ივლისის დადგენილებისა, რომელიც ავალებს მთავრობას გაიყვანოს რუსული ჯარები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებიდან.


“ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ შსკ-ს [შერეული საკონტროლო კომისიის] სხდომა გაიმართოს. ეუთომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ შესაბამისი დასკვნები უნდა გააკეთოს, რადგანაც ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს კონფლიქტის მოგვარების ძალისმიერი სცენარი მოგვახვიოს თავს“, – იტყობინება სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი 18 ივლისს კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version