აფსნიპრესი: სოხუმს მოსკოვის მერი ეწვევა

მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი მიმდინარე კვირას აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ეწვევა, იტყობინება “აფსნიპრესი” 17 ივლისს.


“ლუჟკოვის ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნება ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხები“, – განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელმა კრისტიან ბჟანიამ.


მან ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთში უკვე ფუნქციონირებს რამდენიმე საწარმო, რომელთაც ერთობლივად მართავენ სოხუმის და მოსკოვის კომპანიები.


ბჟანიამ განაცხადა, რომ მოსკოვის მერია მნიშვნელოვან დახმარებას უწევს აფხაზეთს ტრანსპორტისა და განათლების სფეროებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version