აშშ მიესალმება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გახსნას

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გახსნას, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა 13 ივლისს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.


“ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია თურქეთის მოსახლეობისთვის, ძალიან კარგია რეგიონის მოსახლეობისთვის და ასევე ძალიან კარგია მსოფლიოს ხალხისთვის ენერგომომარაგების და ენერგომიწოდების წყაროების ეფექტური დივერსიფიკაციის თვალსაზრისით“, – განაცხადა აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


13 ივლისს თურქეთში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ლიდერებმა, ასევე რეგიონის და აშშ-ს მაღალი რანგის წარმომადგენლებმა მიიღებს მონაწილეობა.   



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version