სერგეი ივანოვი სამშვიდობოებზე კომენტარს აკეთებს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა 13 ივლისს განაცხადა, რომ მიუხედავად პროვოკაციებისა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, რუსეთი “არავის მისცემს უფლებას მის სამშვიდობოებს რამე დაუშავონ“, იტყობინება “რია ნოვოსტი“.


“პროვოკაციები იქ [სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში] მუდმივად ხდება და ეჭვიც არ მეპარება, რომ მომავალშიც მოხდება“, – განაცხადა ივანოვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.


“ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებელთა 90% რუსეთის მოქალაქეა“, – დასძინა მან.


 


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version