ბუში სააკაშვილს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 5 ივლისს ვაშინგტონში თავის ამერიკელ კოლეგას ჯორჯ ბუშს შეხვდა.


“თეთრი სახლის” ინფორმაციით, პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნის პროცესი, თანამშრომლობა ენერგოუსაფრთხოების სფეროში, საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვა და ერთად მუშაობის საერთო ვალდებულება მსოფლიოში თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.


მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტი მიესალმა საქართველოს კურსს რეფორმების გზით მიაღწიოს ეკონომიკურ ზრდას და ასევე მიესალმა საქართველოს ხელისუფლების მცდელობებს აღმოფხვრას კორუფცია. მისი თქმით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარია და ორივე ქვეყანას საერთო ღირებულებები გააჩნიათ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version