ცხინვალში დღეს რუსეთის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები იგეგმება, “რადგანაც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 98% რუსეთის მოქალაქეები არიან“, იტყობინება სამხეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.
1990 წლის 12 ივნისს რუსეთის პარლამენტმა ოფიციალურად გამოაცხადა თავისი სუვერენიტეტი. რუსეთის მსგავსად, 12 ივნისი სამრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაშიც დასვენების დღეა.