საკონსტიტუციო სასამართლომ ვალერი გელაშვილის სარჩელი წარმოებაში მიიღო

დღეს გამართულ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება ხაშურის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის ვალერი გელაშვილის სარჩელის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით.


ყოფილი დეპუტატი პარლამენტის 31 მარტის დადგენილების ბათილად ცნობას და შესაბამისად, მისი სადეპუტატო უფლებამოსილების აღდგენას მოითხოვს, რომელიც პარლამენტმა დეპუტატის საქმიანობასთან შეუთავსებელი სამეწარმეო საქმიანობის მოტივით მოუხსნა. 


დეპუტატმა კახა კუკავამ ოპოზიციური კონსერვატიული პარტიიდან, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ვალერი გელაშვილის ინტერესებს იცავს, “სივილ ჯორჯიას“ 2 მაისს განუცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში რიგგარეშედ განიხილავს ვალერი გელაშვილის სარჩელს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version