პრემიერ-მინისტრი: ჩვენ ვაგრძელებთ სამშვიდობო გეგმის მიხედვით მოქმედებას

22 თებერვალს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე  აშშ-სა და ევროკავშირის მხარდაჭერას “მნიშვნელოვანი“ უწოდა და განაცხადა, რომ ქართული მხარე სამშვიდობო გეგმის მიხედვით იმოქმედებს.


“ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისგან, ასევე ევროკავშირისგან პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტო მხარდაჭერა მივიღეთ, განსაკუთრებულად ევროკავშირისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენს მიერ აღებული კურსის სისწორეს და სიმტკიცეს. ჩვენ ვაგრძელებთ ეუთოს [ლუბლიანას 6 დეკემბერს მინისტერიალის] მიერ მოწონებული სამშვიდობო გეგმის მიხედვით მოქმედებას, მათ შორის ეს ნაბიჯებიც ამ გეგმის მიხედვით იყო გათვალისწინებული, როგორც შეთანხმებული და ერთობლივად განსახორციელებელი, მაგრამ ჩვენ მაინც მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ამ ნაბიჯების ცალმხრივად გადადგმა“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.


პრემიერ-მინისტრმა 18 თებერვალს წარმოადგინა სამშვიდობო გეგმის მიხედვით გასახორციელებელი კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც ძირითადად კონფლიქტის ზონის დემილიტარიაციას ეხება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version