ხაინდრავა: სააკაშვილი–კოკოითის შეხვედრა არ შედგება

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის ინიციატივის საპასუხოდ განაცხადა, რომ კოკოითის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან  არ შედგება.


კოკოითმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის სურვილი მოსკოვში 7 თებერვალს გამართულ პრეს–კონფერენციაზე გამოთქვა.


“ქართულმა მხარემ ოთხჯერ შესთავაზა ედუარდ კოკოითს შეხვედრა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან, თუმცა ყოველ ჯერზე ცხინვალიდან უარი მოდიოდა, ახლა კი თბილისში არ სურთ დე ფაქტო სამხრეთ ოსური ლიდერის პიარ–კამპანიაში მონაწილეობა“, – იტყობინება “ინტერფაქსი“ ხაინდრავას სიტყვებზე დაყრდნობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version