სააკაშვილი დავოსში ვიზიტს წყვეტს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 26 იანვარს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანაში გაუარესებული ენერგოკრიზისის გამო შეწყვიტა დავოსში ვიზიტი, სადაც იგი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს უნდა დასწრებოდა.


„მოიხედავად იმ ფაქტისა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა, მან გადაწყვიტა დაბრუნდეს და იგი დღეს საღამოს უკვე თბილისში იქნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


პრეზიდენტი სააკაშვილი ეკონომიკური რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან კახა ბენდუქიძესთან ერთად დავოსში 25 იანვარს გაემგზავრა.  



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version