25 იანვარს თბილისის ქუჩებში გზების მოყინვის გამო ავტოტრანსპორტით გადაადგილება საკმაოდ გართულდა.
თბილისის მერიის წარმომადგენელთა თქმით, ამჟამად მიმდინარეობს გზებზე ტექნიკური მარილისა და ქვიშის დაყრა. ისინი მოუწოდებენ მძღოლებს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გადაადგილდნენ ავტოტრანსპორტით.