დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მთავრობის წევრები გარდაბანში ახალი გაზოტურბინის გახსნის ცერმონიალს დაესწრნენ, რომელიც ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენებით და ქართულ-რუსული ბანკების ფინანსური დახმარებით აშენდა. რუსული ბანკის „ვნეშტორბანკის“ მიერ დაახლოებით 40 მლნ დოლარი იქნა გამოყოფილი ამ მიზნით.
„მე ვფიქრობ ეს არის კარგი მაგალითი თანამშრომლობის; ის რაც მოხდა გუშინ [გაზსადენების და ელექტროგადამცემი ხაზის აფეთება]ის არის ცუდი მაგალითი ქვეყნების შორის ურთიერთობის. ის რაც ხდება დღეს ეს არის ქართულ-ამერიკულ-რუსული თანამშრომლობის კარგი მაგალითი. ჩვენ მუდმივად გახსნილი ვართ ასეთი კარგი თანამშრომლობისთვის და იმედი გვაქვს, რომ ცუდი მაგალითები აღარ იქნება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ახალი გაზოტრუბინა ექსპლუატაციაში მას შემდეგ შევა, რაც აღდგება რუსეთიდან საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდება. პირველ ეტაპზე გაზოტურბინა ენერგოსისტემას დამატებით 110 მგვტ ელექტროენერგიას მიაწვდის.