თბილისი მოსკოვს ბაზებზე დოკუმენტის გაფორმების დაჩქარებისკენ მოუწოდებს

18 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა გაავრცელა  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებების საპასუხო კომენტარი, სადაც მოსკოვს რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის შესახებ სამთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმების დაჩქარებისაკენ მოუწოდებს. 


17 იანვარს გამართულ პრეს–კონფერენციაზე სერგეი ლავროვი მიესალმა რა საქართველოსთან რუსეთის სამხედრო ბაზების 2005–2008 წლების განმავლობაში გაყვანაზე მიღწეულ შეთანხმებას, განაცხადა, რომ გასულ წელს ქართული მხარე გაყვანის პროცესს, ძირითადად, რუს სამხედროთა როტაციის მიზნით ვიზების გაცემის საქმეში, ხელს უშლიდა.


საგარეო უწყება ამ ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ “ბატონი ლავროვი არაფერს ამბობს მხარეთა მიერ მომზადებულ სამთავრობათაშორისო შეთანხმებაზე, რომლის ხელმოსაწერად საქართველოს მხარე მზად არის, ხოლო რუსეთის მხარე კი დიდი ხნის განმავლობაში ვერაფრით ვერ ასრულებს დოკუმენტის გაფორმებისათვის აუცილებელ შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს. სწორედ აღნიშნული შეთანხმება არეგულირებს რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებისათვის საქართველოს ვიზების გაცემის საკითხსაც“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version