სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებული შერეული სამშვიდობო ძალების სარდალმა მარატ კულახმეტოვმა 17 იანვარს განაცხადა, რომ ქართული მხარე “ხელოვნულად ართულებს ვითარებას რუს სამშვიდობოთა გარშემო“.
“ეს უკავშირდება მოსალოდნელ საპარლამენტო მოსმენას ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუს სამშვიდობოთა ყოფნის შესახებ“, – განუცხადა კულახმეტოვმა “რია ნოვოსტის“ 17 იანვარს.
ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 16 იანვარს გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ გაკეთდა. ოფიციალურმა თბილისმა კულახმეტოვი პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა.