სააკაშვილმა და იუშჩენკომ ასტანაში მოლაპარაკებები გამართეს

საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა მიხეილ სააკაშვილმა და ვიქტორ იუშჩენკომ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 10 იანვარს მოლაპარაკებები გამართეს.


ორივე პრეზიდენტი ყაზახეთში პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის ინაუგურაციას ესწრება.


“ეკონომიკური თანამშრომლობა … თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში და, რა თქმა უნდა, სუამ-თან დაკავშირებული საკითხები იქნება განხილული“, – განუცხადა პრეზიდენტმა იუშჩენკომ ჟურნალისტებს სააკაშვილთან შეხვედრამდე.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version